воскресенье, 29 марта 2015 г.

მეხუთე დღე
                   დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ და შევაჯამეთ ნასწავლი მასალა.
                    დღეს ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების გაკეთება. დიზანით გაფორმება.  განვამტკიცეთ შეფასების მეთოდები. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონები..
                     ვმუშაობ პროექტზე-მგელი.
                     უკვე გავაკეთე პუბლიკაცია.  მოსწავლეთა წინარე ცოდნის  დასადგენად  შევქმენი გრაფიკული ორგანაიზერი. სქემა ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. ამ სქემის დახმარებით  დავგეგმავ პროექტის მიმდინარეობას, განვსაზვრავ მოსწავლეთა ინტერესებს. პროექტი წარიმართება მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
                    კოლეგებისაგან ვითხოვ დახმარებას. თუ რამე საინტერესო ინფორმაციას ნახავთ მგელზე გთხოვთ მომაწოდოთ ლინკები, ან მხატვრული ლიტერატურა.
                   წინასწარ დიდი მადლობა.



p.s

        მოცემული ლინკიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ მარეხი ჯელაძის ბლოგში და ვნახოთ ერთმანეთის გვერდები
                  intelis-kursi.blogspot.com       


                   
                   

суббота, 28 марта 2015 г.


 მეოთხე დღე             
                  გავიმეორეთ და განვამტკიცეთ განვლილი მასალა. ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
  •       წავიკითხეთ მეორე მოდულის აქტივობა-3 
  •       შევავსეთ პროექტის გეგმა- შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.  
  •       გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები  
       გავიგე,რომ პროექტისთვის მნიშვნელოვანია შეფასება პროექტის დაწყებისას, ძირითადი ნაწილის მომზადებისას და დასასრულს. 

воскресенье, 22 марта 2015 г.

მესამე დღე 
            დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ  სტანდარტები  ჩამოვტვირთეთ, ჩავსვით გეგმაში. 
          ვიმუშავეთ და განვიხილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.
          განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის-ზმნების კლასიფიცირების საკითხები ცხრილის შაშუალებით. 
            მადლობთ! 
            ყოველი დღე საინტერესო და დათვირთულია.

суббота, 21 марта 2015 г.

             
მეორე დღე
  დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. გავეცანით როგორ ხდება დაგეგმვა, გავამზადეთ პროექტისთვის საინფორმაციო ბუკლეტი.
               იმდენად კარგად და საფუძვლიანად აგვიხსნა ტრენერმა , რომ არ გამჭირვებია, საინტერესო და სახალისოა.  ნებისმიერ ასაკის მოსწავლეს დააინტერესებს და აუმაღლებს მოტივაციას.